მთავარი 2021-09-21T18:12:46+00:00

წარმატების სპირალი

მოახდინე კვანტური ნახტომი!

ტრენინგი, სადაც გაივლით წარმატების შესაქმნელ

სპირალი

თუ კი თქვენ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებაში არსებული რეალობით, თუ კი საქმე რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ გადაგექცათ რუტინად, დაგავიწყდათ ბოლოს როდის განიცადეთ სიხარული, იყავით ბედნიერი. ჩაფლული ხართ გამუდმებულ კრიტიკაში, გადაბრალებაში, გახასიათებთ გამოუყენებელი შესაძლებლობების გამო სინანულში, წლები გადის, გრძნობთ თითქოს ტრიალებთ ჩაკერილ წრეზე და არც არაფერი იცვლება ა. შ. ასეთ დროს, ეცემა თვითშეფასება, გეკარგებათ საკუთრ თავში და ძალებში რწმენა. ყოველდღიურად რთულდება მდგომარეობა, არა მარტო ცხოვრების ერთ სფეროში, მაგალითად კარიერაში, არამედ, სხვა სფეროებშიც (ურთიერთობები, სულიერი მდგომარეობა, ჯანმრთელობა...). არა და გრძნობთ, რომ მეტი შეგიძლიათ! გრძნობთ, რომ ცხოვრება არ უნდა ჰგავდეს ჩაკეტილ წრეზე სიარულს. აცნობიერებთ, რომ იმსახურებთ უკეთეს ცხოვრებას, მაგრამ არ იცით - რა და როგორ...

სპირალი

შეიძლება თქვენ უკვე გააკეთეთ თავბრუდამხვევი კარიერა, ააწყვეთ ბიზნესი და გაქვთ კარგი, ძალიან კარგი შემოსავალი, მაგრამ რატომღაც ვერ გრძნობთ კმაყოფილებას. ფიქრობთ რაღაც სხვა გინდათ, ვერ უდებთ საქმეს გულს... იცით უფრო მეტი შეგიძლიათ, თქვენი პოტენციალი არ არის სრულად გამოყენებული. ადამიანი ბედნიერია, როდესაც თავს თვლის ცხოვრების ყველა ასპექტში რეალიზებულად და აქვს იმის განცდა, რომ მიყვება თავის დანიშნულებას. აკეთებს საქმეს რომელიც უყვარს, რომელსაც მოაქვს ბედნიერება, საიხარული. აქვს ენერგია და ძალა, რათა ქმნას და აშენოს. წესით, მისი ცხოვრება უნდა ჰგავდეს მუდმივ მოძრაობას აღმავალი სპირალით, რომელიც გამოიწვევს ისეთი ქარბორბალას, რის შედეგად „გადადგამს მთებს“ და შეუძლებელს შეძლებს.

სპირალი

რატომ ტრიალებენ ადამიანები ჩაკეტილ წრეში? არ არის ახლის მიღების სურვილი. თვლიან, რომ მათ უკვე ისწავლეს, აიღეს დიპლომი და ეს საკმარისია. ახლა ვიღაცამ უნდა დაასაქმოს. ის ვიღაცა, ვალდებულია იზრუნოს მათზე და უზრუნველყოს თუნდაც მინიმუმით. მუდმივად უკმაყოფილობას განიცდიან ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ვერ ხვდებიან, რომ მათი ცხოვრების ხარისხის შეცვლა, მხოლოდ და მხოლოდ, მათთსავე ხელშია. აცნობიერებენ, რომ ახალის შემოშვება ცხოვრებაში, მოითხოვს ახალ ცოდნას, უნარებს და ჩვევების განვითრებას. ამისთვის, არ არიან მზად. არსებულმა აზროვნებამ, ცოდნამ და გამოცდილებამ მიიყვანა იმ წერტილამდე სადაც იმყოფებიან - „ჩაკეტილ წრემდე“ და თუ სურთ „სხვნარად“ ცხოვრება, აუცილებელია „სხვანარი“ აზროვნების ფორმირება.

სპირალი

როგორ გამოვიდეს ადამიანი ჩაკეტილი წრიდან? უპირველეს ყოვლისა გაიხსნას ახალი შესაძლებლობებისთვის, სიახლეებისთვის და მიიღოს ახალი ცოდნა. გაეცნოს და მოირგოს წარმატებული ადამიანების აზროვნების მოდელი. გაარკვიოს რა უნდა? რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც უნდა? რა რესურსებს ფლობს ამისათვის? რა შესაძლებლობები აქვს და რა სჭირდება? ჩვენი ტრენინგის მიზანს წარმოადგენს საკუთარ ნიჭზე და უნარებზე დაყრდნობით, მოახდინოს დანიშნულების განსაზღვრა, მიზნის მკაფიო ხედვის შექმნა და შეიმუშაოს დეტალურად გაწერილი გემგა, რითაც მოახერხებს მის მონიტიზირებას. ადამიანი გააკეთებს კვანტურ ნახტომს ცხოვრების მოცემულ ეტაპზე. ეს კი ნიშნავს, რომ ის ქმნის, საკუთარი ცნობიერით წარმატებს. სხნის თავის პოტენციალს და აყენებს მას თავის და სხვების სამსახურში. აკეთებს საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს.

არ იცით რა გინდათ

შეიძლება, ძალიან კარგად იცით რა არ გინდათ, მაგრამ გიჭირთ იმის ჩამოაყალიბება - რა გინდათ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე და სერთოდ მომავალში.

გაქვთ იდეები

ბევრს ფიქრობთ, გაქვთ იდეები, მაგრამ ვერ ახდენთ მათ განხორცილებას და სისრულეში მოყვანას. არ იცით როგორ აკეთებენ ამას წარმატებული ადამიანები

გინდათ ნაბიჯის გადადგმა

მაგრამ გიპყრობთ შიში, თავს გახსენებთ ნეგატიური გამოცდილება და ჩნდება უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორები

მოგწონთ

წარმატებული ადამიანების ცხოვრების სტილი. გინდათ გქონდეთ ურთიერთობები და ტრიალებდეთ მათ გარემოცვაში, მაგრამ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ, როგორ მიიზიდოთ

წარმატებული ხართ

მაგრამ გრძნობთ, რაღაც კიდევ გინდათ, მეტი შეგიძლიათ და ვერ ახდენთ თავის ბოლომდე რეალიზებას, ვერ ხნით თქვენში არსებულ პოტენციალს მაქსიმალურად

სწავლობთ

გაქვთ დიპლომები, იღებთ ახალ სეთიფიკატებს, მაგრამ ვერ ახერხებთ თქვენი თავის რელიზებას. დაგროვილი ცოდნის სასურველად მონიტიზირებას

წლების მანძილზე ვეცნობოდი წარმატებული ადამიანების წიგნებს, დავდიოდი სემინარებზე ქვეყნის გარეთ, ვაკვირდებოდი მათ ცხოვრებას. მუდმივად მაინტერესებდა წარმატებული ადამიანების ის კატეგორია, ვინც ნულიდან დაიწყეს და მიაღწიეს უდიდეს წარმატებებს. აღმოვაჩინე, მათ გააჩნდა განსხვავებული აზროვნების მოდელი - ხედვა, მიდგომები, დამოკიდებულებები, უნარები, ჩვევები... ანუ წარმატება, ეს გარკვეული აზროვნების და ჩვევების ნაკრებია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წარუმატებული ადამიანის აზროვნებისგან, ჩვევებისგან და ყოველდღიურობისგან

3 spiral_Hide

“წარმატების სპირალი ან კვანტური ნახტომი“ ეს საავტორო ტრენინგია, რომელიც ეფუძვნება ადამიანის დანიშნულებას და ამ დანიშნულების ფარგლებში, ცხოვრების მოცემულ მომენტში, მკაფიო ხედვის ჩამოყალიბებას. აქ შემოთავაზებული ინსტრუმენტებით პიროვნება მოახდენს წარმატებული ცნობიერების ჩამოყალიბებას, გაიჩენს მომდევნო 10 წლის მკაფიო ხედვას, მოიცილებს ზედმეტს და გააცნობიერებს, იმ კონკრეტული, აუცილებელი, ნაბიჯების ერთობლიობის სინქრონიზაციას, რის შედეგადაც ცხოვრებაში განახორციელებს კვანტურ გადაადგილებას. წარმატების სპირალს, აქვს თავისი ციკლი და ის ადამიანის ცხოვრებაში უამარავია. მათი ანალიზი ნათლად მიუთითებს დანიშნულებაზე. ხვეულა მოიაზრებს რამოდენიმე წარმატებისთვის აუცილებელი წესების ერთობლიობას. მიზნის მისაღწევად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით შეიარაღება, ადამიანს მოაქცევს წარმატების ქარბორბალა ხვეულაში და მარტივად გაიყავანს A წრტილიდან B წერტილში.

 წარმატების ფსიქოლოგიაში არსებობს ორი მდგომარეობა: ადამიანი ან მუდმივად ვითარდება ან დეგრადირდება. გაჩერებული ან როგორც ხალხში იტყვიან „ჩაკეტილ წრეში ტრიალი“ არ არსებობს. თუ ვინმეს ეჩვენება, რომ ის გაჩერებულია და მის ცხოვრებაში არაფერი ხდება ეს იმის მაუწყებელია - დადგა სიახლეების და ცვლილებების დრო!!! ცვლილებები გარედან არ მოდის, ამისთვის შინაგანი მზაობაა საჭირო, სხვა ვერ გააკეთებს მის გასაკეთებელს, სხვა ვერ მოიფიქრებს მის მოსაფირებელს და სხვა ვერ განახორციელებს მის განსახორციელებელს და თუ წარმატებულ ადამიანებს გარშემო ხედავს, ან ესმის მათზე მხოლოდ იმიტომ რომ მასაც შეუძლია!!!  წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობაა, პასუხიმგებლობის აღება აბსოლუტურად ყველაფრზე რაც, კერძოდ, მას შეეხება - მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე.

ტრენინგს უძღვება​

წარმატების ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი
თამარ კვარაცხელია

  • ქოუჩინგში კლიენტებთან მუშაობის 1000+ საათი, მსოფილოს 13 ქვეყანაში
  • ტრენინგების ავტორი:

        წარმატების სპირალი™

        #ზრდისფაქტორი™ - 21 დღიანი ონლაინ მარათონი

  • პროექტის და პოპულარული ბლოგის ავტორი  - „პიროვნული ზრდის სამყარო“ რომელმაც ათი ათასობით ადამიანის ცხოვრება და ცნობიერება შეცვალა (რაზეც სტატისტიკა და მათი დაუზარელი კომენტარები თუ უკუკაშვირები გვამცნობს)
Success-spiral

წარმატების სპირალი - წარმოადგენს სწორედ იმ ხვეულას, რომელში მოხვედრით, ადამიანის ცხოვრებაში დაიწყება მიზნების განხორციელების ახალი ეტაპი. ტრენინგზე გაეცნობით ძალიან მარტივ, პრაქტიკულ და წლობით გამოცდილ ნაბიჯებს, რომელიც რადიკალურად შეგაცვლევინებთ ცხოვრებას სასურველი მიმართულებით. ერთი წუთით წარმოიდგინეთ: გაქვთ საყვარელი საქმე, სადაც იხსნება თქვენი ნიჭი და პოტენციალი. საქმეს რომელსაც აკეთებთ მოაქვს სიხარულის, ბედნიერების და რეალიზებულობის განცდა. თქვენთვის და სხვებისთვის ქმნით ფასეულ და მნიშვნელოვან რამეს. როგორ გამოიყურება ამ დროს თქვენი წარმატება? რა ხდება? რას აკეთებთ? სად ხართ? ვინ არიან გარშემო?

გაცნობიერება

თქვენი დანიშნულების გაცნობიერება, ახლო და შორეული მიზნის ჩამოყალიბება და მკაფიო ხევის შექმნა

 პასუხი 4 რა-ზე

ტრენინგის გავლით გასცემთ პასუხს: რა მინდა? რა მაქვს? რა მჭირდება? რა უნდა გავაკეთო?

  შიშების ფილოსოფია

გაუგებთ შიშებს, აღმოაჩენთ შემზღუდველ შეხედულებებს, გაეცნობით მასთან მუშაობის პრინციპებს 

აღმოაჩენთ

თქვენში არსებულ პოტენციალს და უზარმაზარ რესურსებს, შეიმუშავებთ თვითდისციპლინის წესებს...

შექმნით

გაეცნობით წარმატებული ადამიანების აზროვნების სისტემას და შექმნით საკუთარი წარმატების მოდელს

კვანტური ნახტომი

მოხდება A წერტილის გაცნობიერება და შემუშავდება წერტილში გასასვლელი ყოველდღიური ნაბიჯები

ტრენინგი მოიცავს

%
თეორია
%
პრაქტიკა
სავარჯიშო
მედიტაცია
სთ. ხანგრძლივობა

„გზას გადის მოსიარულე“

თუ კი დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, გაერკვეთ დანიშნულებაში, გსურთ გახსნათ საკუთარი პოტენციალი, გაგიჩნდეთ მიზნის მკაფიო ხედვა და შეიარღდეთ მის განსახორციელებელად აუცილებელი ინსტრუმენტებით, მაშინ გადადგით პირველი ნაბიჯი - მიიღეთ ტრენინგში მონაწილეობის გადაწყვეტილება  და აქვე გაიარეთ რეგიტრაცია

აქციის დასრულებამდე

დღე
საათი
წუთი
წამი

საბაზო

240 ლარი
  •  

აქცია

190 ლარი
  • მოქმედებს მაისამდე
20% აქცია

მეგობრული

360 ლარი
  • 1 + მეგობარი ან ოჯახის წევრი

ყველაზე ხელსაყრელი საკუთარ თავში, ზრდასა და გავითარებაში ჩადებული ინვესტიციაა! თავად გადაწყვიტეთ, რა სჯობს?ერთჯერადად ტრენინგზე მოსვლა და წარმატებული ცნობიერის შექმნა თუ საკუთარ განვითარებაზე ეკონომია? ალბათ გსმენით ჯიმ რონის სიტყვები: „თუ თქვენ გააგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აკეთებდით გუშინ, ხვალ გექნებათ ის, რაც გაქვთ დღეს და ასე შეიძლება გაგრძელდეს მთელი სიცოცხლე ან მანამ, სანამ არ მოხდება გაცნობიერება, რომ პირადად, თქვენი წარმატების ათვლის წერტილი იწყება აი, ახლა, აქ და ამ წუთას მიღებული გადაწყვეტილებით.

თქვენი წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია!

პირადად ჩემი, როგორც წარმატების ტრენერის და ეფექტური აზროვნების ქოუჩის მისიას წარმოადგენს, საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა,  შექმნას საკუთარი წარმატება და ამ წარმატებაში თავი იგრძნოს ბედნიერად და რეალიზებულად - ეს ჩემი ყოფიერების აზრს, მისიას და ცხოვრებისეულ დანიშნულებას წარმოადგენს.

თქვენი წარმატება და შედეგი, გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ კი ტრენინგში ყველა სავარჯიშოს შესრულების, ყველა ტექნიკის გამოყენების, გუნდურ მუშაობაში აქტურად ჩართულობის მიუხედავად, ჩათვლით, რომ ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი - შემატყობინეთ ტრენინგის ბოლოს და თანხა დაგიბრუნდებათ სრულად. მხოლოდ და მხოლოდ, ჩამოგერთმევათ ტრენინგზე მიღებული და ნამუშევარი მასალები. რასაკვირველია, გაცნობიერებებს ვერ დავიტოვებთ და დაგრჩებათ.

„პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საკმარისია რწმენა. აუცილებელი არ არის ხედავდეთ მთლიან კიბეს, იმისთვის რომ გადადგათ პირველი ნაბიჯი“

 მარტინ ლუთერ კინგი

თუ კი თქვენს გულში გამოხმაურება ჰპოვა რაზეც ვისაუბრე და რაც ზემოთ დავწერე, თუ კი ინტუიცია გკარნახობთ, რომ უნდა მოხვიდეთ, მთელი სულით და გულით გელოდებით ტრენინგზე “წარმატების სპირალი“.  აქ გელოდებთ, დაუვიწყარი თავგადასვლებით, გაცნობიერებებით და ემოციებით დატვირთული დღე, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ, მთელი ცხოვრება  გაგყვებთ სასიამოვნო მოგონებად და როგორც არა ერთმა მონაწილემ, გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ მომწერეს თუ მითხრეს: სწორედ ამ ტრენინგზე ჩაეყარა მათ წარმატებას საფუძველი, გაჩნდა  მკაფიო ხედვა და გახდა პლაცდარმი მათი გრანდიოზული წარმატების.

გახადეთ მოცემული ტრენინგი თქვენი წარმატების პლაცდარმი, გააკეთეთ კვანტური ნახტომი და შეუერთდით წარმატებულ ადამიანთა რიგებს. თქვენში არსებული პოტენციალის გაღვიძების და წარმატებისთვის აუცილებელი ინტრუმენტების მეშვეობით გახდით საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. მერწმუნეთ, აქ მიიღებელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და გაცნობიერებების საშუალებით მოახდენთ კვანტურ ნახტომს და გახდებით წარმატებული.

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით, 

წარმატების ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

Facebook
Google+

This site is protected by wp-copyrightpro.com

error: